ჯიჰადის ზოგიერთი უმაღლესი ლიდერი და ტერორისტი, რომლებიც ბოლო 72 საათის განმავლობაში პასუხისმგებელები იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევაზე

ისრაელის თავდაცვის ძალები ჯიჰადის ზოგიერთი უმაღლესი ლიდერისა და ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს, რომლებიც ბოლო 72 საათის განმავლობაში პასუხისმგებელები იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო შეტევაზე.

“ისინი აღარასდროს დაგეგმავენ მორიგ ტერაქტს”, – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ საჰაერო იერიში მიიტანა „ჰამასის“ სადაზვერვო ობიექტზე, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა. ობიექტი სათვალთვალო ქსელის მთავარი სამეთაურო ცენტრი იყო. ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ოთხ „ოპერატიულ ბინას“ დაარტყეს, რომლებსაც „ჰამასის“ მაღალი რანგის პირები იყენებდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები