ისრაელში ისევ განგაშია – “ჰამასმა” ათობით რაკეტა გაუშვა

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” ათობით რაკეტა გაუშვა.

ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, ქვეყნის ბევრ დასახლებულ პუნქტში განგაშის ზარი ისმის.

კერძოდ, განგაშია: სდეროთში, აშკელონში, ბეერ-შევეში, თელ-ავივში, რამათ-ჰანეში, ფეთახ-ტიკვცეში, ბნეი-ბრაკში, გერცლიაში, რიშონში.

მანამდე, ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ “რკინის გუმბათმა” 10 რაკეტის ჩამოგდება შეძლო.

ვრცელდება ინფორმაცია სამი მსუბუქად დაშავებულის შესახებ, ასევე, ერთ 7 წლის ბიჭზე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც დღეს “ჰამასის” სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა, აბუ ობეიდამ განაცხადა, მათ სარაკეტო იერიში მიაქვთ რამონის აეროპორტისკენ, რომელიც ღაზადან 220 კილომეტრის დაშორებით მდებარებს.

ისრაელის თავდაცვის არმიაში განაცხადეს, რომ ღაზას სექტორიდან 100-მდე რაკეტაა გაშვებული. ასევე, აღინიშნება, რომ, მუქარის მიუხედავად, რამონის აეროპორტის უსაფრთხოება დარღვეული არ არის, არცერთ რაკეტას ტერიტორიამდე არ მიუღწევია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები