ისრაელი ღაზას სექტორთან დამატებით ძალებს აგზავნის

ისრაელის თავდაცვის არმია ღაზას სექტორთან საზღვარზე დამატებით ძალებს აგზავნის.

ამის შესახებ BBC-ის არმიის პრესმდივანმა, ჯონათან კონრიკუსმა განუცხადა.

”ჯარების საზღვრებისკენ გადასროლა მიმდინარეობს. ეს მოსამზადებელი ნაბიჯია,” – თქვა მან.

მისივე თქმით, არმიაში 3 ათასი რეზერვისტია გაწვეული, საზღვარზე მყოფ სამხედრო მეთაურებს დაევალათ მოვლენებისა და ესკალაციის ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნა.

“ისინი იქ არიან საომარი მოქმედებების ჩატარების ბრძანების ფარგლებში, სინამდვილეში – ემზადებიან ბრძოლისთვის. მაგრამ ეს სულაც არ არის ის, რასაც ხვალ დილითვე გავაკეთებთ, ჩვენი ყურადღება გამახვილებულია მტრის შესაძლებლობების შემცირებაზე”, – თქვა მან.

ჯონათან კონრიკუსმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ისრაელის არმია ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, თუმცა, მას კონკრეტული ბრძანება ჯერ არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები