ნათია თურნავა – ,,ნამოხვანჰესზე”: ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ

“კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანჰესის“ შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარის ჩართულობა მედიაციის პროცესში ნდობას გააჩენს.

„ჩვენ კანონმდებლობისა და გაცხადებული პრინციპების ფარგლებში ვმოქმედებთ. პირველ ყოვლისა, მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი არ აშენდება უახლოესი 12 თვის განმავლობაში, ანუ, ფაქტობრივად, მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. გაგრძელდება კვლევები. მეტიც, იცით, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ჩაერთო პირადად ჩვენი თხოვნისა და სახელმწიფოს მოწვევით მედიაციის პროცესში. ეს მედიაციის პროცესი იქნება არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის – კონკრეტულად, პროცესი რამდენად სწორად იყო წარმართული, იგივე გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ახლა როგორ წარიმართება სამომავლო კვლევები და ეს, რა თქმა უნდა, გააჩენს ნდობას პროექტის მიმართ“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები