ნიკა სიმონიშვილის თქმით, საია-მ უკვე გააგზავნა ნიკა მელიას გირაოს გადახდის დოკუმენტი

საია-ს თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მან რამდენიმე წუთის წინ, პროკურატურას ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

სიმონიშვილი თქმით, მან აღნიშნული დოკუმენტაცია პროკურატურის კანცელარიის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა შესაბამის ანგარიშზე აისახებოდა, ან შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენდნენ, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები