მეუფე იაკობი: 20-30 ლარს უხდით ადამიანებს, რომ სამუშაოს მოწყვიტოთ და მიტინგზე ჩამოიყვანოთ – თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი
“თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი, რას დაამსგავსეთ საქართველო”, – ასე მიმართა პოლიტიკოსებს მეუფე იაკობმა გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ქადაგებაში.
მეუფე იაკობი, სავარაუდოდ, ნიკა მელიას პატიმრობასაც გამოეხმაურა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია.
,,თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი, რას დაამსგავსეთ საქართველო.
წინა ხელისუფლების პერიოდი რომ იყოს, ციხეში წასვლას ვაჟკაცობად ჩავუვთლიდი, მაგრამ დღეს, მაპატიეთ და, იმას არ უშვრებიან ციხეში ადამიანებს, რასაც მაშინ უშვრებოდნენ და არც კლავენ. მაშინდელი გავიხსენოთ, რომელი იყო ვაჟკაცი? ოქრუაშვილი იყო და ორ დღეში გამოიქცა იქედან, თავისივე გაკეთებულმა რა უყო.
ხომ უნდა გახდეთ კაცები, რაღაცას ხომ უნდა დაემსგავსოთ. ნოტარიუსით ხომ არ გაქვთ გაფორმებული ეს საქართველო?! 20-30 ლარს უხდით ადამიანებს, რომ სამუშაოს მოწყვიტოთ და მიტინგზე ჩამოიყვანოთ,” – აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.