პაატა იმნაძე: ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500-ია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაფიქრებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ,,დამაფიქრებელს,, უწოდებს.

მისივე თქმით, მთავარია რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.

“ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500-ია, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ესაა პირბადე, დისტანცია, თავყრილობებისაგან თავის არიდება და ვაქცინაცია. მთავარი არის, რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, განსაკუთრებით –  რისკის მქონეები, რომ სიცოცხლეები გადავარჩინოთ”, – განაცხადა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები