რატი იონათამიშვილი: აუცილებელია მსჯავრდებული ან ბრალდებული პირის თანხმობა, რადგან მას ჰქონდეს არჩევანი, დაეთანხმოს და მიიღოს ამნისტია, თუ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით
“აუცილებელია მსჯავრდებული ან ბრალდებული პირის თანხმობა, რადგან მას ჰქონდეს არჩევანი, დაეთანხმოს და მიიღოს ამნისტია თუ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი მოლაპარაკების განმავლობაში ,,ნაცმოძრაობა” გამოირჩეოდა, როგორც ყველაზე არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია.
„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის შეთანხმების დოკუმენტთან. ის პრინციპები, რასაც ჩვენი რედაქცია ეფუძნება, შემოსაზღვრულია იმით, რაც დოკუმენტში წერია. რაც შეეხება იურიდიულ და სამართლებრივ საკითხებს – აუცილებელია მსჯავრდებული ან ბრალდებული პირის თანხმობა, რადგან მას ჰქონდეს არჩევანი, დაეთანხმოს და მიიღოს ამნისტია, თუ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამ შემთხვევაში, ის თუ იტყვის უარს სამართლებრივი პროცესი, საქმის წარმოება გაგრძელდება და გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ასევე შეეძლება, ვადის ამოწურვამდე მიმართოს იმისთვის, რომ ისარგებლოს ამნისტიის უფლებით.
ჩიხში არის შესული „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი მთელი მოლაპარაკების განმავლობაში გამოირჩეოდნენ, როგორც ყველაზე არასერიოზული და უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტია. მათ პოზიციები ყოველ ჯერზე იცვლებოდა, იცვლებოდა რადიკალურად. თუნდაც მელიას მხრიდან ხან გირაოს გამოყენებაზე, ხან გირაოს არგამოყენებაზე იყოს საუბარი. მერე ამბობდა, რომ მის გარეშე გირაოს გადახდის უფლება არავის არ აქვს, ახლა თურმე საერთოდ არაფერ შუაში არ არის, გადაიხდიან თუ არა გირაოს, მისი თანხმობა საჭირო არ არის. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანი არის არა ის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია, არამედ ის, რომ რამენაირად ეს პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.