სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ზელენსკიმ პუტინთან დიალოგი უნდა გამართოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილის მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ლიდერის ვალდებულებაა, ეცადოს, მოწინააღმდეგესთან ყველა დიპლომატიური რესურსი ამოწუროს, რათა კონფლიქტის გართულება არ მოხდეს.

ამის შესახებ მან Deutche Welle-სთან საუბარში თქვა.

კითხვაზე, თქვენგან განსხვავებით, ანუ სამხრეთ ოსეთის მოვლენებისგან განსხვავებით, პუტინმა ზელენსკი მოსკოვში მიიწვია. უნდა წავიდეს თუ არა ის კრემლში? სააკაშვილმა თქვა, რომ “მოსკოვი ბევრად პრობლემურია, მაგრამ პუტინთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, უკრაინისთვის”.

“არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთ ვითარებაში საუბარი კონტროპროდუქტიულია. საუბარი ყოველთვის პროდუქტიულია, თუ, რასაკვირველია, არ აწერ ხელს ისეთ რაღაცას, რაც მომავალში პრობლემას შექმნის. საკითხების მოგვარების ცდა, ყველა დიპლომატიური შესაძლებლობის ამოწურვა, რომ მოხდეს კონფლიქტის არიდება – არის არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ნებისმიერი ლიდერის ვალდებულება. და ზელენსკი სრულებით მართალია, როდესაც უნდა პუტინთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, არა დამცირებების გზითა და სისუსტით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეხვდეს და ელაპარაკოს და ყველაფერი გააკეთოს, რომ დიპლომატიის გზით კონფლიქტის მომავალი გართულება აირიდოს”, – თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები