ინდოეთმა დღემდე 13 ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

ინდოეთმა 24 აპრილიდან 2 მაისის პერიოდში ჰუმანიტარული დახმარების სახით 13 ქვეყნისგან 17 პარტია სამედიცინო აღჭურვილობა და ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი პრეპარატები მიიღო.

ამის შესახებ The Hindustan Times-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, ქვეყანამ მიიღო ჟანგბადის კონცენტრატები, სამედიცინო ჟანგბადის ბალონები, ხელოვნური სუნთქვის ვენტილატორები, საწოლის მონიტორები, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები, კორონავირუსის გამოსავლენი ექსპრეს-კომპლექტები, პულსოქსიმეტრები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

ინდოეთმა დახმარება მიიღო ბრიტანეთისგან, სინგაპურისგან, რუსეთისგან, რუმინეთისგან​, შეერთებული შტატებისგან, არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან, ირლანდიისგან, ტაილანდისგან, გერმანიისგან, საფრანგეთისგან, უზბეკეთისა და ტაივანისგან.

აღინიშნება, რომ ამ დროისთვის ქვეყანამ დახმარების ყველაზე დიდი პარტია მიიღო აშშ-სა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები