ინდოეთი ჰუმანიტარული კრიზისის პირისპირ – Pfizer-ი 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გამოყოფს

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 357 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის გავრცელებიდან 20 282 833 დადასტურებული შემთხვევაა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 3 449 შეეწირა,  ჯამურად, 222 408 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთანავე, ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ინფიცირების დღიური და ზოგადი მაჩვენებელი შეიძლება, გაცილებით მაღალი იყო, რაც უკავშირდება ტესტირების მცირე რაოდენობას.

ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ამერიკული ფარმცავეტული კომპანია Pfizer, რომელმაც გერმანელ პარტნიორთან BioNTech-თან ერთად შექმნა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ინდოეთს 70 მილიონი დოლარის ღირებულების მედიკამენტებს გადასცემს.

ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.

მისი თქმით, “ინდოელები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში მყოფი პაციენტები დაუყოვნებლივ დახმარებას საჭიროებენ. ამიტომ, Pfizer-ის ისტორიაში მასშტაბურ ჰუმანიტარულ კამპანიას ვიწყებთ”.

კომპანია ინდოეთის მთავრობას გადასცემს საკუთარი წარმოების მედიკამენტებს, რომლებიც ვირუსთან ბრძოლას შეუწყობს ხელს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 70 მილიონი დოლარის ღირებულების პრეპარატები იქნება საკმარისი 90 დღის განმავლობაში ყველა პაციენტის სამკურნალოდ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები