ისრაელში კორონავირუსის ბრაზილიური, ინდური და ჩილიური შტამები დაფიქსირდა – ჯანდაცვის უწყებაში განგაშია

ისრაელში, პანდემიის დაწყებიდან პირველად, კორონავირუსის ბრაზილიური შტამი გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დაფიქსირდა ინფიცირების ორი შემთხვევა: ერთი შვილს და ერთი მამაკაცს დაუდასტურდა. აღინიშნება, რომ მამაკაცი ქვეყანაში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მას ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული.

გარდა ამისა, უწყებაში ამბობენ, რომ კიდევ ერთ მამაკაცს კოვიდ19-ის ჩილიური ვერსია დაუდასტურდა, რომელსაც ასევე ჰქონდა გაკეთებული ვაქცინა.

ასევე, 19 პირს ინდური ვერსია დაუდასტურდა, ყველა ინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისრაელში, ჯამურად, ინდური შტამი 60 ადამიანს აქვს დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები