მარინ ლე პენი: მაკრონმა საფრანგეთი ჩააგდო ქაოსში, გვაქვს ეკონომიკური ვარდნა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარტია “ეროვნული გაერთიანების” ლიდერმა, მარინ ლე პენმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი დაადანაშაულა იმაში, რომ მან “ქვეყანა ქაოსში, ძალადობაში ჩააგდო, ასევე, შეინიშნება ეკონომიკური ვარდნა”.

ამის შესახებ Times-ი წერს.

ლე პენმა განცხადება ჟანა დ’არკის ძეგლთან გააკეთა, სადაც ყოველ წელს, მაისში ყვავილები მიაქვს.

“მსურს ეროვნული ერთიანობისა და სამოქალაქო მშვიდობის აღდგენა, რომელიც ასე გვაკლია”, – თქვა პოლიტიკოსმა.

მედია წერს, რომ ლე პენის განცხადებები მის რეიტინგზე უკვე აისახა. პრესა მას მაკრონის ყველაზე სახიფათო მეტოქედ აფასებს.

უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, მაკრონისა და ლე პენის მხარდაჭერა გათანაბრებულია, მათ სასარგებლოდ ხმის მისაცემად ფრანგების 26%-ია მზად.

საფრანგეთში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები