60-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტები რუსეთის ხელისუფლებას მედიასაშუალებებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვენ

“რუსეთის ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს სიტყვის თავისუფლების დაცვის ვალდებულებები”, – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს 60-ზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტები აწერენ.

წერილი რუსულ სტუდენტურ ჟურნალ DOXA-ში გამოქვეყნდა. მას ხელს აწერს 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მათ შორის, Süddeutsche Zeitung- ის, The Guardian-ის, The Washington Post-ის, Le Monde-ის თანამშრომლები, ასევე, გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის წევრები.

წერილში აღინიშნება, რომ რუსეთს ხელი აქვს მოწერილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისთვის, რომლის მე -10 მუხლი უზრუნველყოფს ყველას უფლებას, თავისუფლად მიიღონ ინფორმაცია და იდეები.

ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთში დამოუკიდებელი მედია სერიოზული საფრთხის წინაშეა.

“ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, სახელმწიფომ დაიწყო მედიაზე ზეწოლა საკანონმდებლო შეზღუდვების, მფლობელების შეცვლის, ჯარიმებისა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის გზით. ამჟამად, რუსულ მედიასივრცეში დომინირებს სახელმწიფოს ან პუტინის დიდი ხნის მეგობრების მიერ კონტროლირებადი მედია”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები