რუსეთი სამხრეთის სამხედრო ოლქს სუ-35-ის ახალი თაობით აძლიერებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთის სამხედრო ოლქს სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებით აძლიერებს.
მოსალოდნელია, რომ პირველი თვითმფრინავები როსტოვის ოლქში მდებარე ავიაპოლკს გადაეცემა.

აღინიშნება, რომ სუპერ მანევრირებადი „ოცდათხუთმეტები”, რომლებსაც ძლიერი რადარი გააჩნიათ, დარჩება ყველაზე მოწინავე საჰაერო გამანადგურებლად რუსეთში, მეხუთე თაობის სუ-57-ის გამოჩენამდე.

სუ-35-ს შეეძლება შავი ზღვის სანაპიროს, ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის დაფარვა. მათი განთავსება ხელს შეუწყობს რეგიონში ნატო-ს საქმიანობის შეჩერებას, – მიიჩნევენ რუსეთში.

როგორც “იზვესტია”-ს წყარომ განუცხადა, უახლესი სუ-35ს-ით მოხდება როსტოვის ოლქში მდებარე, მილეროვოს 31-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის აღჭურვა. აღინიშნება, რომ ადრე სამხრეთის სამხედრო ოლქს ამ ტიპის გამანადგურებლები არ გააჩნდა, ამჟამად, ავიაპოლკს მხოლოდ სუ-30სმ აქვს.

რუსი სამხედრო ექსპერტის, ვიქტორ მურახოვსკის აზრით, ”ასეთი დაჯგუფება შესაძლებელს ხდის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების საქმიანობის შეზღუდვას არასტრატეგიული და არაბირთვული საშუალებებით. საიდუმლო არ არის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთის სტრატეგიულ მიმართულებებში, საკუთარ საქმიანობაში ითრევს არა მხოლოდ ბლოკის ქვეყნებს, არამედ მათთან აქტიურ თანამშრომლობაში მყოფ უკრაინასა და საქართველოს. ფაქტობრივად, ყოველდღე შავი ზღვის თავზე, ჩვენს საჰაერო საზღვრებზე ყირიმში, ასევე, კავკასიის სანაპიროებზე ალიანსის ქვეყნების სადაზვერვო თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები იმყოფება. ამიტომ, რუსეთი გულგრილად ვერ დააკვირდება ასეთ საქმიანობას და მან უნდა გაზარდოს თავისი ძალები შესაძლო პროვოკაციების მოსაგერიებლად და, მით უმეტეს, ნატო-ს აგრესიის შესაკავებლად”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები