ირანის ქიმიურ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ირანში, ქალაქ შოკუხიში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით აფეთქების ორი ვერსია განიხილება, ტექნოგენური და ისრაელის ჩარევით. ვიდეორგოლში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს თუ როგორ ამოდის ცეცხლმოკიდებული შენობიდან შავი კვამლი. სავარაუდოდ, ავარია კომპანია „Moldan“-ის საწარმოში მოხდა. ოფიციალური კომენტარები მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები