ქარმა სამგზავრო თვითმფრინავი მოატრიალა, დაღუპულია 11 ადამიანი – ჩინეთში ძლიერი ქარიშხალია (ვიდეო)

ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი ქარიშხალია, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო კიდევ 102 დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ​ВВС ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი მდინარეში დაიხრჩო, ზოგი კი მოტეხილი ხეების და ჩამოვარდნილი ელექტრობოძებისგან დაიღუპა. 9 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, მეთევზეთა ნავის გადაბრუნების შედეგად 11 ადამიანი წყალში აღმოჩნდა, მათგან მხოლოდ ორის გადარჩენა მოხერხდა. დანარჩენების ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც მძვინვარე ქარიშხალი სამგზავრო თვითმფრინავს ატრიალებს, რომელიც ასაფრენ ბილიკზე იყო გაჩერებული ქალაქ ნანტუას აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ბევრი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სტიქიის გამო სამი ათასზე მეტი მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები