გერმანიაში საპროტესტო აქციაში 7,5 ათასი მოტოციკლისტი შეიკრიბა

გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში შაბათს, პირველ მაისს სხვადასხვა საპროტესტო აქცია გაიმართა. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია შრომის დღეს ბავარიის ქალაქ ნიურნბერში ჩატარდა, სადაც 7500 მოტოციკლისტი გამოვიდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შაბათ-კვირას შესაძლო აკრძალვის გასაპროტესტებლად.

2020 წელს ბუნდესტაგმა ფედერალურ მმართველობას რეკომენდაცია მისცა მიეღოთ ასეთი ზომები, როდესაც ხმაური მოსახლეობას ზიანს აყენებს. რიგი ღონისძიებების ორგანიზება გერმანიის გაერთიანებულმა პროფკავშირებმა მოახდინეს. აქედან გამომდინარე ფრანკფურტში 3000-ზე მეტი დემონსტრანტი შეიკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები