ტაჯიკეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა (ვიდეო)

ტაჯიკეთის ქალაქ დუშამბეში, ავტოგასამართ სადგურზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

აფეთქების შემდეგ ხანძარი მოხდა, ცეცხლის ალი სიმაღლეში 50 მეტრს აღწევდა.

ინციდენტის შედეგად ახლოს მდებარე სახლები დაზიანდა. ათობით სამაშველო ბრიგადა ხანძრის ჩაქრობას საათ-ნახევარი ცდილობდა.

მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც ახლოს მდებარე სასწრაფო დახმარების სადგურს მიმართეს. ოფიციალური მონაცემები მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები