საპასუხო სანქციების გამო რუსეთის ელჩი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს

ევროკავშირის მოქალაქეების საწინააღმდეგოდ მოსკოვში მიღებული სანქციების გამო რუსეთის ელჩი სტოკჰოლმში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ პრესაში საგარეო უწყების წარმომადგენელზე, მატსა სამუელსონზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტოკჰოლმში თვლიან, რომ ევკორავშირის მიერ მიღებული სანქციებისგან განსხვავებით რუსეთის სანქციები უსაფუძვლოა, იურიდიულად გაურკვეველი და პოლიტიკური მოტივებით გაჟღენთილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ქვეყნების რვა მოქალაქის სახელი გამოაქვეყნა, რომელთაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები