პარიზში მანიფესტაცია ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა – პოლიციამ ცრემლსადენი აირი გამოიყენა (ვიდეო)

პარიზში, მანიფესტანტებმა საპირველმაისო დემონსტრაციაზე პოლიციას პიროტექნიკა და ფეიერვერკები დაუშინეს. პოლიცია ხალხის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ ცრემლსადენი აირის გაშვების ბრძანება მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „РИА Новости“ ინციდენტის ადგილიდან ავრცელებს.

კორესპონდენტის განმარტებით, პოლიციამ ცრემლმდენი აირი მას შემდეგ გამოიყენა, რაც მანიფესტანტებმა სამართალდამცავებს ბოთლები, პიროტექნიკა და ფერვერკები დაუშინეს.

შეგახსენებთ, რომ ტრადიციული საპირველმაისო დემონსტრაცია პარიზში 14:00 საათზე დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობას პროფკავშირები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ასევე მოძრაობა „ყვითელი ჟილეტები“ იღებენ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები