33 დაღუპული და 163 დაშავებული – ყირგიზეთი ტაჯიკეტთან კონფლიქტის შედეგებს ითვლის

დაშავებული ყირგიზების რიცხვი ტაჯიკეთის საზღვართან 163-მდე გაიზარდა, ხოლო დაიღუპა 33 ადამიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ელიზა სოლტონბეკოვა, ავრცელებს.

„მიმდინარე მოვლენების შედეგად ბატკენსკის რაიონში 163 ყირგიზი დაშავდა, ხოლო დაიღუპა 33 ადამიანი”,- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის საზღვარზე ადგილობრივების კონფლიქტი 29 აპრილს სამხედრო ძალების შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორივე მხრიდან საერთო ჯამში 40-მზე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. 29 აპრილის საღამოს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ძალების საზღვრიდან გაყვანის შესახებ მოილაპარაკეს, მიუხედავად ამისა მომდევნო დრეს ორმხრივი სროლა კვლავ განახლდა. მორიგი შეთანხმება კი 30 აპრილის საღამოს შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები