ინდოეთი მეცხრე დღეა კოვიდინფიცირებულთა რიცხვის მსოფლიო რეკორდს ანახლებს

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 401 993 შემთხვევა დააფიქსირა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 19 164 969 მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 3 523-ით უფრო მეტია ვიდრე გასულ დღეს და შეადგენს 211 853 ადამიანს. დღე-ღამის განმავლობაში, დაინფიცირებულთა რიცხვი რიგით მეცხრე მსოფლიო რეკორდი გახდა, რომელიც ინდოეთში ფიქსირდება.

1 მაისის მდგომარეობით, ინდოეთში 154 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც ვაქცინაციის ყველაზე დიდი კამპანიაა მსოფლიოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები