ყირგიზეთის მხარის განცხადებით, ტაჯიკეთმა საცხოვრებელ სახლებზე თავდასხმა განახორციელა

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ტაჯიკმა სამხედროებმა, პირველ მაისს ყირგიზეთის სოფელ არკას საცხოვრებელ სახლებს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

„ბატკენის რაიონში, სოფელ არკაში ტაჯიკმა სამხედროებმა ყირგიზეთის მოსახლეობის სახლებს ცეცხლი გაუხსნეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე აღსანიშნავია, რომ უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, იერიშის მიტანამდე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. უწყების ინფორმაციით, ვითარება საზღვარზე დაძაბულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები