სასწრაფოდ – იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, შექმნილია საგანგებო შტაბი

იაპონიაში, ნიაგის პრეფექტურის რეგიონში 6.8 მაგნიტუდის მიძისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრის იოშიჰიდე სუგის ოფისში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელმაც სარკინიგზო კომპანიებს უსაფრთხოების მიზნით,  მატარებლების მოძრაობის დროებით შეჩერების რეკომენდაცია მისცა.
მიწისძვრის ბიძგები დაახლოებით 30 წამის განმავლობაში გრძელდებოდა და ქვეყნის 16 პრეფექტურაში იგრძნობოდა. ფუკუშიმა 1-ის  ატომურ ელექტროსადგურში მომუშავე სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ისინი სიტუაციას აკვირდებიან და საგანგებო სიტუაცია არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია, რომ ნიაგის პრეფექტურაში მიმდინარე თვეში უკვე მეორე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა ონაგავას ბირთვულ ელექტროსადგურში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები