ინდოეთში, კოვიდკლინიკაში ხანძარი გაჩნდა – დაღუპულია 18 ადამიანი

ინდოეთში, ქალაქ ბხარუჩში კოვიდკლინიკაში ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 18 პაციენტი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ცეცხლი თავდაპირველად, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

შემთხვევის შედეგად დაშავებული პაციენტები სხვა კლინიკებში მოათავსეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები