დავიდ სასოლი: რუსეთის სანქციები ევროპარლამენტს ვერ გააჩუმებს

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა, რომ რუსეთის სანქციები ევროპარლამენტს ვერ გააჩუმებს.

დღეს რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

„არცერთი სანქცია ან დაშინება არ შემაჩერებს მე ან ევროპარლამენტს, დავიცვათ ადამიანის უფლებები, თავისუფლება და დემოკრატია. მუქარა არ დაგვაჩუმებს. როგორც ტოლსტოიმ დაწერა, არ არსებობს სიდიადე, სადაც არ არის სიმართლე“, – დაწერა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები