აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

აშშ-მა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, კარინ ჟან-პიერმა თქვა, “მიმდინარეობს გაყვანა. ერთგული ვრჩებით იმის, რომ 11 სექტემბრიდან ქვეყანა აშშ-ის პერსონალმა მთლიანად დატოვოს”.

აშშ-ის რამდენიმე თავდაცვითი სამსახურის ცნობით, 100-მდე სამხედრო მოსამსახურე, სამხედრო ტექნიკასთან ერთად, თვითმფრინავებით გადმოყვანილია ავღანეთიდან.

ასევე, მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მოხელეებიც ტოვებენ.

ამასთანავე, პენტაგონში შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ გასვლის დროს პერსონალს ცეცხლი შესაძლოა, “თალიბანმა” გაუხსნას, ამიტომ უცნობია, გააჟღერებს თუ არა უწყება ჯარის გაყვანის პროცესის შესახებ ინფორმაციას, რომელიც 11 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს.

ამის პარალელურად, ჯარის გაყვანა აქვს დაწყებული ნატო-საც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები