ირანში კორონავირუსს ერთ დღეში 385 ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 20 ათასი ინფიცირებულია

 

ირანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 19 899 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 053 პირის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვირუსს კიდევ 385 ირანელი შეეწირა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 71 351-ს მიაღწია.

ირანში, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსით 2 479 805 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 1 938 064 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები