უკრაინას მომდევნო კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მომდევნო კვირას უკრაინას ეწვევა.

ამის შესახებ დიპლომატმა CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომელიც ეთერში 2 მაისს გავა.

მისი თქმით, უკრაინასთან საზღვარზე იმაზე მეტი სამხედრო ძალაა მობილიზებული, ვიდრე 2014 წელს, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, ქვეყნაში შეიჭრა.

ამავე ინტერვიუში ბლინკენი ამბობს –  “არ შემიძლია, ვთქვა, რომ ვიცით პუტინის ზრახვების შესახებ. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რაღაცის – არა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ გადაწყვეტილება ამ ჯარების ნაწილის გაყვანის შესახებ და ვხედავთ, რომ მათი ნაწილი გაიყვანეს”.

მანამდე, CNN ვარაუდობდა, რომ ბლინკენის ვიზიტმა შესაძლოა, პუტინისა და ბაიდენის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით უკრაინის შიშები შეასუსტოს.

CNN-ის ვარაუდით, “ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე მაღალჩინოსან დიპლომატს აგზავნის უკრაინაში, არის მკვეთრი ნიშანი იმის, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყანას უჭერს მხარს და მას როგორც მოკავშირეს, უყურებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები