ინდოეთი და ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი – 386 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ქვეყანაში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა – ბოლო ერთ დღეში ვირუსი 386 452 პირს დაუდასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში 18,7 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 208 ათასამდე ადამიანია გარდაცვლილი და 15,3 მილიონზე მეტი –  გამოჯანმრთელებული.

მსოფლიოს მასშტაბით ინდოეთი ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზე იმყოფება, პირველი კვლავ შეერთებული შტატებია.

ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა თებერვლიდან ფიქსირდება, თუმცა, ბოლო 10 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ტემპი ასტრალურ რიცხვს მიუახლოვდა. ქვეყანა ჟანგბადის, საჭირო აღჭურვილობისა და სხვა ნივთების დეფიციტს განიცდის.

ინდოეთის დახმარების სურვილი სხვა ქვეყნებთან ერთად იაპონიამაც გამოთქვა, რომელიც დელის ჟანგბადის 300 ბალონსა და ხელოვნური სუნთქვის 300 აპარატს გაუგზავნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები