ისრაელში, მერონის მთაზე ჭყლეტას 44 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებულია (ფოტო, ვიდეო)

ისრაელში, მერონის მთაზე, რელიგიურ დღესასწაულ ლაგ ბა-ომერზე ჭყლეტაში 44 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პირველადი დასკვნით რამდენიმე ადამიანს კიბეებზე ფეხი დაუცურდა, რამაც საბოლოოდ “ადამიანის ზვავი” გამოიწვია, ხალხი დაიძრა და ჭყლეტა შეიქმნა.

აღნიშნულმა ტრიბუნის ნგრევა გამოიწვია.

მომხდარის შედეგად 44 ადამიანია დაღუპული, 100-ზე მეტი დაშავებული.

ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს “მძიმე კატასტროფა” უწოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები