სერგეი ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.

მისი თქმით, ვიზიტი დაგეგმილია 5-6 მაისს ერევანში, ხოლო 10-11 მაისს ბაქოში.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებთან დაგეგმილია მოლაპარაკებები, რომლის დროსაც განიხილება არა მხოლოდ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთქმედების საკითხებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები