ლავროვმა დონბასში ომის ალბათობა შეაფასა

“უკრაინასთან ომის შესაძლებლობა არსებობს და ეს უნდა იქნას აცილებული”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა “რია ნოვოსტი”- სთან ინტერვიუში.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ არ შეუძლია, უკრაინისა და მისი ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებაზე ილაპარაკოს.

”ვერ ვიმარჩიელებ, რადგან გარე ნიშნებით ჩანს, რომ მისთვის მთავარია, დარჩეს ხელისუფლებაში და მზად არის, გადაიხადოს ნებისმიერი ფასი, მათ შორის, ნეონაცისტებისა და ულტრა რადიკალების სურვილების დაკმაყოფილება, რომლებიც განაგრძობენ დონბასის ძალოვანების ტერორისტებად შერაცხვას”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები