მსოფლიოში ერთი კვირის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8%-ით, ხოლო გარდაცვალების – 5%-ით გაიზარდა

მსოფლიოში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 5,7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა პერიოდთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო სიკვდილიანობა – 5%-ით.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ 19-25 აპრილის პერიოდში 5 695 277 ინფიცირებული და 87 826 გარდაცვლილია დაფიქსირებული. 25 აპრილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 146 067 511 ინფიცირებული ვლინდებოდა და 3 092 497 გარდაცვლილი.

ინფიცირების განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 49% -ით, რომელსაც ჯანმო ინდოეთსაც მიაკუთვნებს; ხოლო ევროპაში 12% -ით შემცირდა; აფრიკაში – 9% -ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 8%.

სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხრეთ აზიაში 81% -ით და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 17% -ით, მაგრამ შემცირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 10% -ით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში 7%-ით და ევროპაში – 5%-ით.

ინდოეთში ბოლო ერთ კვირაში ვირუსი 2,17 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა; შეერთებულ შტატებში – 406 ათასზე მეტს; ბრაზილიაში – 404 ათასზე მეტს; თურქეთში – 378 ათასზე მეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები