ბლინკენმა რუსეთთან დიალოგის პირობა დაასახელა

“რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელია რიგ საკითხებზე, დაწყებული სტრატეგიული სტაბილურობით იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვის მხრიდან ”ესკალაცია” არ იქნება”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვმა ვაშინგტონს შესთავაზა დიალოგის დაწყება სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ და კონფლიქტის გარეშე გარემოს შექმნის საკითხის განხილვა.

”პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ და დაუფიქრებელ ქმედებებს, ჩვენ პასუხს გავცემთ. მან ასევე თქვა – ნახეთ, ჩვენ ვამჯობინეთ უფრო სტაბილური, პროგნოზირებადი ურთიერთობა, მაგრამ, საბოლოოდ,  ეს ბატონ პუტინზეა დამოკიდებული”, – განუცხადა დიპლომატმა CNN- ს.

სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ თუ რუსეთი უარს იტყვის ”ესკალაციაზე”, მაშინ შეერთებულ შტატებს შეეძლება მასთან მუშაობა ”საერთო ინტერესების საკითხებზე, როგორიცაა სტრატეგიული სტაბილურობა”.

ამავდროულად, ბლინკენმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი კოლეგის წინადადება სამიტის გამართვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები