ინდოეთში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდოეთში, ასამის შტატში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ევროპის-ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ გუვახატიდან 107 კილომეტრის დაშორებით, 20 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქალაქში სულ 899 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები