ბრაზილიაში მძიმე ეპიდვითარებაა – წლის დასაწყისიდან ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე – 2020 წელს

ინდოეთის მსგავსად, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა ბრაზილიაშიც.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მარსელუ კეიროგამ განაცხადა, ბრაზილიაში წლის დასაწყისიდან კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე – 2020 წლის განმავლობაში.

მისი თქმით, ქვეყანა წელს ებრძვის ვირუსის “P.1 ვარიანტს, ე.წ. მანაუსის ვარიანტს, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ინფექციურია და ასოცირდება მაღალ სიკვდილიანობასთან. რა შედეგები მოაქვს ამას? 2021 წელს უკვე დღეს გარდაცვლილთა რიცხვი აღემატება იმ მაჩვენებელს, რომელიც გვქონდა 2020 წლის განმავლობაში.”

მისი აზრით, აღნიშნული მიუთითებს დაავადების სერიოზულობასა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული რთული სიტუაციის დასაძლევად ეფექტური ზომების საჭიროებაზე.

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან, ანუ 2020 წლის 17 მარტიდან წლის ბოლომდე ქვეყანაში ვირუსს 193,949 ადამიანი შეეწირა.

2021 წლის პირველი იანვრიდან კი, ანუ 113 დღეში დაავადებას 195 848 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები