ინდოეთში სახლში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება, მათ შორის, სახლში არის სავალდებულო.

ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ტრანსფორმაციის ინსტიტუტის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ასევე, კოვიდ19-თან ბრძოლის სამიზნე ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ვინოდ კუმარ პოლმა განაცხადა.

“დროა, დავიწყოთ ნიღბების ტარება სხვა შემთხვევებშიც, მათ შორის, ჩვენს სახლებში. ადრე ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირბადის ტარება იყო სავალდებულო სახლებს ფარგლებს გარეთ, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ინფექცია უკვე ფართოდ არის გავრცელებული, უკეთესი იქნება, თუ ნიღბებს სახლებშიც ვატარებთ”, – თქვა მან.

როგორც ვინოდ კუმარ პოლმა ხაზი გაუსვა, კორონავირუსით დაინფიცირებულმაც უნდა ატაროს სახლში პირბადე, რომ ინფექცია ოჯახის წევრებს არ გადასდოს.

ინდოეთში უკვე მეხუთე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ანტირეკორდებს ამყარებს.

ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანაში “კორონავირუსული ქარიშხალია”.

მსოფლიოს ქვეყნებმა ინდოეთისთვის დახმარების აღმოჩენის მზაობა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები