“128-ე ბაღში დაფიქსირდა ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა – შენჯღრევა და ხელის გარტყმა. პედაგოგს ბავშვმა მოსთხოვა საჭმელი, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია”, – ამის შესახებ ბაღში ნაცემი ბავშვის დედა სატელეფონო საუბარში აცხადებს.
მისივე თქმით, ბავშვს მუდმივად აღენიშნებოდა დალურჯებები.
“128-ე ბაღში დაფიქსირდა ჩემს შვილზე ფიზიკური ძალადობა – შენჯღრევა და ხელის გარტყმა. პედაგოგს ბავშვმა მოსთხოვა საჭმელი. ბავშვი თავისით ვერ ახერხებს წვნიანის ჭამას, მასწავლებელი არ აჭმევს, ძალით შეჰყავს საძინებელში, ბავშვი გამოდის და მიდის მაგიდასთან, მშიერია და ითხოვს ჭამას. მთელი დღე ბავშვი მშიერია, მერე უკვე ხდება ცემის ფაქტი, ბავშვი ტირის. მასწავლებელი ამბობს – “გავღიზიანდი და მწყობრიდან გამოვედი”. ბავშვი უცხოს რომ ხედავს, იმალება, ვიღაც რომ მიუახლოვდება, სახეზე ხელს იფარებს. მუდმივად მოდიოდა ბავშვი მსუბუქად დალურჯებული ხელით ან ფეხით, მუდმივად ჰქონდა დალურჯებები”, – აცხადებს ბავშვის დედა.
თბილისის 128-ე ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი აღმზრდელის მიერ 3 წლამდე ბავშვზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.