რას ყვება 128-ე ბაგა-ბაღის დირექტორი 3 წლამდე ბავშვზე ძალადობაზე

“კვირასთან” საუბარში თბილისის 128-ე ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი აღმზრდელის მიერ 3 წლამდე ბავშვზე ძალადობის ფაქტს ადასტურებს.

მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლდა.

“ვადასტურებ. 23 აპრილს, პარასკევს, ხუთის ნახევარზე მშობელმა ჩემთან შეხვედრა ითხოვა. მან ასევე კამერების ნახვის სურვილი გამოთქვა. ვნახეთ ფაქტები, თუმცა, მის სიმძიმეს თუ სიმსუბუქეს გამოძიება დაადგენს. ადგილზე მოსული იყო პოლიცია, კამერებიდან ჩანაწერები ამოიღეს. დროული რეაგირება მოხდა. აღმზრდელი, დღევანდელი რიცხვით, სამსახურიდან გათავისუფლებულია”, – განუცხადა “კვირას” დირექტორმა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები