ხათუნა ზახაშვილი: იმუნიზაციის კვირეული სოლიდარობისა და ჯანმრთელობისა უნიკალური პერიოდია, რომელიც ყველას მოგვიწოდებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ
“იმუნიზაციის კვირეული სოლიდარობისა და ჯანმრთელობისა უნიკალური პერიოდია, რომელიც განსაკუთრებით ახლა, ყველას მოგვიწოდებს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის გამოცხადებიდან 9 თვის თავზე კაცობრიობის ხელში აღმოჩნდა პირდაპირი პრევენციის ერთადერთი საშუალება, ვაქცინა.
„ჩვენ ერთი წელია, ვებრძვით COVID-19-ს არაპირდაპირი პრევენციის საშუალებებით, როგორიცაა ნიღაბი, დისტანციის დაცვა, მასიური თავშეყრისადმი თავის არიდება. პანდემიის გამოცხადებიდან 9 თვის თავზე კაცობრიობის ხელში აღმოჩნდა პირდაპირი პრევენციის ერთადერთი საშუალება, ვაქცინა. უკვე თვეზე მეტია, პანდემიასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის ეს უნიკალური საშუალება, ვაქცინა საქართველოშია. ის ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და ყველას მოვუწოდებ, გამოვიყენოთ ვაქცინა“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.