მარსზე NASA-ს ვერტმფრენი რეკორდებს ამყარებს – ის უკვე 5 მეტრით აფრინდა (ვიდეო)

დედამიწიდან მართვადმა, NASA-ს აპარატმა Ingenuity-მ ახალი რეკორდი დაამყარა – ამჯერად, 5 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და მარსმავალ Perseverance-ს 50 მეტრით დაშორდა.

Ingenuity-ის პირველი აფრენა 19 აპრილს შედგა, მეორე – 22-ში. პირველად ის მხოლოდ 3 მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და, დაახლოებით, 20 წამით იფრინა.

მოწყობილობა დაახლოებით ორ კილოგრამს იწონის, იგი აღჭურვილია ორი კამერით და შეუძლია ჰაერში 20-30 წამის განმავლობაში ტრიალი.

Perseverance- ი, რომელსაც გააჩნია Ingenuity ვერტმფრენი, წითელ პლანეტაზე უკვე ორი თვეა, იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები