იტალიაში, მაფიასთან ბრძოლის ფარგლებში, გამთენიისას 100-მდე პირი დააკავეს

იტალიაში, აპულიას ოლქის ქალაქ ბარიში, ორგანიზებულ დანაშაულთან მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, გამთენიისას 99 პირი დააკავეს.

კარაბინიერების წარმომადგენლების ინფორმაციით, ოპერაცია, სახელწოდებით „მისტრალის ქარიშხალი“, ჩატარდა პოლიციისა და კარაბინიერების სპეციალური ძალების ერთობლივი ძალისხმევით, რომელსაც კოორდინაციას უწევდა მაფიასთან ბრძოლის ადგილობრივი სამმართველო.

სამართალდამცავი ორგანოების მთავარი დარტყმა მიყენებულია მაფიის ძლიერი კლანისთვის – “სტრიშულო”, რომელიც აკონტროლებს თითქმის ყველა დანაშაულებრივ ქმედებას ქალაქ ბარსა და ამავე სახელწოდების პროვინციაში.

ციხეში გაშვებულია 96 ადამიანი, ხოლო სამი შინაპატიმრობაშია. ყველა მათგანს ბრალად ედება მაფიოზურ საქმიანობაში მონაწილეობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, გამოძალვა, სხეულის მძიმე დაზიანება, იარაღის უკანონო ტარება და შენახვა, ასევე, სხვა დანაშაულები.

დღევანდელი დაპატიმრებები ხანგრძლივი გამოძიების შედეგია, რომელშიც დეტალურად და დოკუმენტირებულია დანაშაულებრივი იერარქია და განგსტერების მოქმედების მეთოდები ტერიტორიის კონტროლისთვის 2015 წლიდან დღემდე.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში მონაწილე ზოგიერთ მაფიოზს დაპატიმრების ორდერი ციხეში გადაეცა, სადაც ისინი უკვე იხდიან სასჯელს სხვა დანაშაულისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები