ბაღდადის საავადმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა

ერაყის დედაქალაქში “ინდ ალ-ხატიბის” საავდმყოფოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 90-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ალ-არაბია” ავრცელებს.

მანამდე 82 დაღუპულსა და 110 დაშავებულზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

გამოცემა Mawazin-ი ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის გაჩენის მიზეზი შეიძლება, იყოს მოკლე ჩართვა ან გაუფრთხილებლობა.

აღინიშნა, რომ კრიმინალური სარჩული არ განიხილება, აფეთქების ფაქტების უმეტესობა სწორედ ამაზე მიუთითებს.

”სამოქალაქო თავდაცვის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ხანძარი ძალიან სწრაფად მოხდა და უმეტეს სართულებზე სამ წუთში გავრცელდა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ხაზგასმულია, რომ პირველი სახანძრო ბრიგადები სამ წუთში მივიდნენ. ასევე, ანგარიშში ნათქვამია, შენობას არ გააჩნდა ხანძრის ჩაქრობისა და ადრეული გაფრთხილების სისტემა, ხოლო საავადმყოფოს შენობა მოპირკეთებული იყო მარტივად აალებადი მასალებით.

მომხდარის შემდეგ, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მუსტაფა ალ-ყაზემიმ თანამდებობიდან ჯანდაცვის მინისტრი და ქალაქის მერი გადააყენა, ასევე, მათ წინააღმდეგ გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.

დაღუპულთა ოჯახებს, დაახლოებით, 7 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები