ევროკავშირი ვაქცინირებულ ტურისტებს უკვე ზაფხულში მიიღებს

ევროკავშირის ქვეყნები უკვე ზაფხულში გეგმავენ ვაქცინირებული ტურისტების მიღებას, ოღონდ იმ პრეპარატებით, რომელთა გამოყენების ნებართვა ევროპის წამლების სააგენტოს მიერ არის გაცემული.

ამის შესახებ New York Times-თან საუბარში ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა.

“ცხადია ერთი რამე: 27-ზე წევრი ქვეყანა მიიღებს ყველას, ვისაც აცრა აქვს გაკეთებული, რომელიც ევროპის წამლების სააგენტოს მიერ არის გამოსაყენებლად ნებადართული”, – თქვა მან.

ამასთან, მას ევროკავშირის საზღვრების გახსნის ვადები არ დაუსახელებია და არც ის უთქვამს, როგორ მოხდება წევრ ქვეყნებში ტურიზმის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები