ფაშინიანი ტექნიკური მიზეზების გამო თანამდებობას ტოვებს, მაგრამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს შეასრულებს
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, დღეს თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან ოფიციალურ “Facebook” გვერდის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობების შესრულებას კვლავ განაგრძობს.
„პრეზიდენტთან და სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმების თანახმად, დღეს მე თანამდებობას ვტოვებ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით. პარლამენტი ორჯერ ზედიზედ ვერ აირჩევს ახალ პრემიერს, რის შემდეგაც კანონის თანახმად კანონმდებელი ორგანო დაიშლება და რიგგარეშე არჩევნები გამოცხადდება“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.