ბაიდენის განცხადების შემდეგ აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს

აშშ-ის ელჩი ანკარაში, დევიდ სეტერფილდი, ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომელიც სომეხთა გენოციდს ეხებოდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიწვიეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის ელჩს აცნობა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას არ აქვს სამართლებრივი საფუძველი და რომ ანკარა: „უარყოფს მას, მიიჩნევს არასამართლებრივად და განიკითხავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები