21 დაღუპული და 40 დაშავებული – ბაღდადის კოვიდკლინიკაში აფეთქება მოხდა

ბაღდადის საავადმყოფოში, სადაც მკურნალობას კოვიდინფიცირებულები გადიოდნენ აფეთქება მოხდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო 40 დაშავდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი ჟანგბადის საცავი იყო, აფეთქების შემდეგ ძლიერი ხანძარი მოხდა. „შენობა შიგნიდან თითქმის მთლიანად დაიწვა. ხანძრის ჩაქრობას 20-ზე მეტი სახანძრო დანაყოფი ცდილობდა“,- ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, ვინაიდან ცეცხლი ჯერაც არ არის ლოკალიზებული და სამაშველო ოპერაცია კვლავ ხორციელდება.

თვითმხილველების თქმით, ხანძრის გაჩენის დროს საავადმყოფოში პანიკა დაიწყო, ადამიანები ქაოტურად ეძებდნენ გასასვლელს. სახელმწიფო უწყებების ცნობით, აფეთქების დროს საავადმყოფოში 120 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 90-ის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები