ბაიდენმა სომეხი ხალხის გენოციდი აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და ოსმალეთში სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად გამოაცხადა.

„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც გენოციდის დროს დაიღუპა, რომელიც ზუსტად 106 წლის წინ დაიწყო“,- განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

საკუთარ განცხადებაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ სომეხთა განადგურების კამპანიის დროს დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი იქნა დეპორტირებული ან მოკლული.

საკუთარ ვალდებულებად ის არ მიიჩნევს ვინმეზე ბრალის დადებას მომხდართან დაკავშირებით, არამედ სურს დარწმუნდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს განმეორდება.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი და მთელი სომხეთი დადებითად შეხვდა მის ოფიციალურ აღიარებას სომეხთა გენოციდის შესახებ ოსმალეთის თურქეთში 1915-1923 წლებში.

ამასთანავე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ბაიდენის განცხადება უბრალო პოპულიზმია.

„ანკარასთვის მიუღებელია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება 1915 წელს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები